Sunday, October 18, 2015

1. პროექტის სახელწოდება: ტყე-ჩემი სიცოცხლეა !
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ახალგაზრდა თაობის ჩართვა ტყის მართვის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში;
3. პროექტის აქტუალობა: საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხდება ტყის საფარის განადგურება, რასაც სამწუხაროდ, ჩამორჩება მისი აღდგენისა და განახლების პროცესები. ქართული ტყე საჭიროებს აქტიურ დაცვას და დახმარებას.
4. პროექტის მიზნები: თეთრიწყაროს მიმდებარე ტყის რესურსის , აქ არსებული მცენარეთა ჯიშებისა და   მცენარეული საფარის მდგომარეობის შესწავლა, ტყის განახლება-აღდგენის  გაჯანსაღების მართვის სტრატეგიების შემუშავება; პროექტის მსვლელობის ამსახველი, მოპოვებული და შექმნილი საპრეზენტაციო მასალის ფართო აუდიტორიისათვის წარდგენა; 
5. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი;
6. ვადები/ხანგრძლივობა: ოტომბერი-მაისი;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: თეთრიწყაროს ტყისთვის დამახასიათებელი  ხის ჯიშების მერქნისა და ფოთლების ანაბეჭდების მიღება, დაავადებული მცენარეების მერქნის ნიმუშების აღება, კვლევა და შეფასება, საგამოფენო ფოტომასალის გადაღება, ნახატების, ლიტერატურული ჩანახატებისა და პოეზიის ნიმუშების შექმნა,   გამოფენის მოწყობა, საპრეზენტაციო თემების დამუშავება, ტყის განახლებული მიკროუჯრედი;
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მიკროავტობუსი, კონტეინერები, სახატავი ფურცლები, ნებისმიერი შავი და ფერადი სახატავი მასალა, ფოტოაპარატი, ენციკლოპედია მცენარეთა შესახებ, ინტერნეტწყაროები, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტყის ახალგაზრდა ნერგები;
9. პროექტის მსვლელობა:ოქტომბერსა და ნოემბერში ქალაქის მიმდებარე ტყის შესწავლა, შესაბამისი ნიმუშების აღება, ჩანახატების გაკეთება, ფოტოების გადაღება, ანაბეჭდების შექმნა, დაავადებული მცენარეების კვლევა შესაბამისი საგნის მასწავლებლის  ან სპეციალისტის კონსულტაციებით;  დეკემბერში, იანვარში, თებერვალსა და მარტში  კვლევის ანალიზის მომზადება, ნახატების დასრულება, ფოტომასალის დამუშავება და დაბეჭდვა, მცირე ფორმის ლიტერატურული ნამუშევრების შექმნა; აპრილში პრეზენტაციების დასრულება,  ტყის გარკვეული მონაკვეთის განახლება და ამ აქციის ამსახველი ფოტოების გადაღება-დაბეჭდვა; მაისში ფოტოებისა და ნახატების გამოფენის მოწყობა, ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სასკოლო და სკოლისგარეშე  საზოგადოებისათვის პრეზენტაციის გამართვა;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გადიან ლიტერატურის, ბუნებისმცოდნეობის, გეოგრაფიის, ქიმიის საგნების პედაგოგების კონსულტაციებს, ისინი გეგმავენ და ასრულებენ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს, შეისწავლიან გარესამყაროს და საკუთარ იდეებს გადაიტანენ ნამუშევრებში, ნამუშევრის შექმნისას გამოიყენებენ სახვითი ელემენტებისა და პრინციპების ცოდნას, მოახდენენ არსებულ პრობლემათა ანალიზს და პრაქტიკულად გაიგებენ, რა როლი შეიძლება შეასრულოს ხელოვნებამ საზოგადოების ცხოვრებაში;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია დავითშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maiadavitashvili.31@gmail.com 
13. პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი: maiadavitashvili31.blogspot.com

No comments:

Post a Comment